რეგიონი
ზუგდიდში ქალი გაძარცვეს
ზუგდიდში, იუსტიციის შენობის წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ქალს საფულე გამოსტაცეს. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში შედიოდა, რა დროსაც მას უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და წაართვა საფულე, რომელშიც 2000-მდე ლარი იდო. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Print