ცაიშის #73 საარჩევნო უბნის შესასვლელთან მმართველი პარტიის დროშები
განათავსეს. ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მისასვლელად
„ქართული ოცნების“ დროშებს შუა უწევთ გავლა.
ამავე უბანზე მალევე გამოჩნდა "ევროპული საქართველოს" მცირე ზომის
დროშები.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, აგიტაცია-პროპაგანდა იკრძალება მხოლოდ
საარჩევნო უბანზე, საარჩევნო უბნის გარეთ კი დასაშვებია.
ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია:
გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი
ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო".
მასალის გამოყენების პირობები