ახალი ამბები
მირანდა მესხი: არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის მირანდა მესხის თქმით, ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარდა. მისივე ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 1 337-მა მოქალაქემ მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის, 47, 43%-ს შეადგენს.

„თითოეულ ამომრჩეველს დღეს საშუალება ჰქონდა, თავისუფლად და დაუბრკოლებლად გამოეხატა თავისი კონსტისტუციური უფლება. სულ სამივე უბანზე ხუთი საჩივარი დაფიქსირდა, რაც პროცედურულ დარღვევებს გულისხმობს. უბნებიდან მოსული წინასწარი მონაცემებით კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს“, - უთხრა ჟურნალისტებს მესხმა.

ცაიშში საკურებულოს შუალედური არჩევნები დღეს გაიმართა. პირველადი მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა სამივე უბანზე მმართველი პარტიის კანდიდატმა თენგიზ ალმასიამ მიიღო.

ამავე თემაზე:

ცაიშში პირველადი მონაცემებით მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა

Print