ახალი ამბები
ცესკო: წინასწარი მონაცემებით, ცაიშის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატმა თენგიზ ალმასიამ გაიმაჯვა. მან სამივე უბანზე სულ 840 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 63, 7%-ს შეადგენს. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გოდერძი კუკავას ხმა 442-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 33, 5 %-ია. რაც შეეხება „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატს ბაჩუკი ნარუშვილს, მისი ნომერი სულ 37-მა მოქალაქემ შემოხაზა.

სულ არჩევნებში რეგისტრირებული 2 819 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 1 337-მა მათგანმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 47, 43%-ია.  უბნების მიხედვით კი ხმები ასე გადანაწილდა.

73-ე უბანი: თენგიზ ალმასია - 278, გოდერძი კუკავა - 122, ბაჩუკი ნარუშვილი - 5;

74-ე უბანი: თენგიზ ალმასია - 256, გოდერძი კუკავა - 198, ბაჩუკი ნარუშვილი - 11;

103-ე უბანი: თენგიზ ალმასია - 306, გოდერძი კუკავა - 122, ბაჩუკი ნარუშვილი - 21.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, სულ სამივე უბანზე 18 ბიულეტენი გაბათილდა. რაც შეეხება ცდომილებას ხმის დამთვლელ აპარატსა და რეალურ შედეგს შორის, მესხის თქმით, შედეგი იდენტურია.



„ამომრჩეველს ჰქონდა გაფერადებული კანდიდატის ნომერი და არა ოვალი, რაც ვერ აღიქვა მანქანამ, დათვლის დროს კი, ცხადია, არავითარი პრობლემა არ ყოფილა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მესხმა.

მისივე შეფასებით, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მუშაობამ ნორმალური შედეგი აჩვენა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ცესკო მიიღებს.

ამავე თემაზე:

მირანდა მესხი: არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა

Print