რეგიონი
მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო
მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა ნიგურიანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის განაჩენი არ შეუცვალა, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი და სამართალდამცავები დღემდე ეძებენ.

აღნიშნულ საქმეზე დღეს მოწმის სახით საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე სამართალდამცავები დაიკითხნენ. ამასთან, სასამართლომ მესტიის მერის წარმომადგენელს ჯეირან ჯაფარიძეს მოუსმინა, რომელმაც პოლიციელებთან ერთად მკვლელობის ადგილი დაათვალიერა. მათი ცნობით, ადგილზე სხვა ნივთებთან ერთად, ნივთმტკიცებულების სახით სამი ცალი მასრა იპოვეს.

შემდეგი პროცესი 13 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება, სადაც 10-მდე მოწმე უნდა დაიკითხოს.

2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ჯერ არ დაკავებულა და ის ძებნილად ითვლება.


Print