ახალი ამბები
გუშინ დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება
ზუგდიდში გუშინ დაჭრილი მამაკაცი, რომელსაც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საავადმყოფოს დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.

ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ საღამოს ცივი იარაღით დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში შემღწევი ჭრილობები ჰქონდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება 17-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც სამიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

შსს: ზუგდიდში მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს
Print