ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფო ანტიგიურზინით მომარაგდა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი გველის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატით - ანტიგიურზინით მომარაგდა. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ქვეწარმავლის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატით ჰოსპიტალი, უკვე წლებია, მარაგდება, თუმცა, პრაქტიკაში მისი გამოყენების შემთხვევები საგრძნობლად მცირეა.

„წელიწადში, შესაძლოა, იყოს ასეთი ერთი ან ორი შემთხვევა, ზოგჯერ ისიც არა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ორჟონიამ.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გველის ნაკბენით ადამიანის გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება. მისივე ცნობით, ქვეწარმავლის ნაკბენით ადამიანი ბოლოს 2011 წელს გარდაიცვალა.

Print