რეგიონი
"ევროსოფელი" ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის ცენტრალურ პარკში "ევროსოფელი" მოეწყო. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა იმ სიკეთეებს, რასაც საქართველო ევროკავშირიდან იღებს. 



კერძოდ, გამოიფინა პროექტები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.


გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და შეჯიბრებები გაიმართა.



შეკრებილებს სიტყვით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ ყურადღება ევროკავშირის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.



ევროკავშირის ზუგდიდის საველე ოფისის წარმომადგენლების თქმით, წლევანდელი ღონისძიების თემაა "ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა", რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს.



68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

Print