რეგიონი
სამი მოწამლული მოსწავლიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში რჩება
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული სამი მოზარდიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, აზიური ფაროსანის შესაწამლი პრეპარატით მოიწამლნენ, ორი ბინაზე გაეწერა. ერთი მათგანი კი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ, სოფელ ურთაში სამი მოსწავლე მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, ისინი სკოლისკენ მიდიოდნენ, როდესაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ამ დროს სოფელში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ სეს-ის მიერ შეწამლვითი სამუშაოების დროს უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. მათივე ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულებებიც გაფრთხილებული იყო და აღნიშნული ტერიტორიები არც შეწამლულა.

ამავე თემაზე:

ურთას სკოლის მოსწავლეები სავარაუდოდ ფაროსანას შესაწამლი პრეპარატებით მოიწამლნენ
Print