ახალი ამბები
ზუგდიდში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე ცოლ-ქმარი სამართალდამცავებმა საკუთარი სახლიდან აიყვანეს. მეზობლების ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს.

„ბავშვის მშობლებს, რომელიც ჩვენმა მეზობელმა წამოიყვანა, მათი ვალი აქვს. საუბარია მათი მაღაზიიდან ნისიად აღებულ პროდუქტსა და თანხაზე, რომელიც ე.ა.-მ ბავშვის დედას სესხის სახით გამოუტანა. შეთანხმების მიხედვით, თანხა მათ უნდა გადაეხადათ, თუმცა ასე არ მოხდა. მივიდა სახლში, უნდოდა, ეს ქალი ენახა, თუმცა აქ მხოლოდ ბაბუა და ბავშვი დახვდა, რომელიც მისი შვილის კლასელია. მოუწესრიგებელი, მშიერი ბავშვი დახვდა, შეეცოდა და წამოიყვანა. ბაბუას უთხრა, რომ ბავშვს წაიყვანდა, რაზეც ბაბუაც დასთანხმდა, რადგად ასე ხშრიდა ხდებოდა. სულ ორი საათით იყო აქ, აჭამა, მოაწესრიგა, რა გატაცებაზეა საუბარი. მერე მოვიდა ვიღაც მათი მეზობელი, იყო კამათი და წაიყვანეს ბავშვი“, - ამბობენ დაკავებულის მეზობლები.



დაკავებული სავარაუდოდ ზუგდიდის რაიონული პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარის დეტალებს არკვევენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

Print