რეგიონი
არ მოგატყუონ ზაზა - ზუგდიდში სარალიძეების მხარდამჭერ აქციას შვილმკვდარი დედა შეუერთდა (ვიდეო)
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას, რომელიც ზუგდიდში მიმდინარეობს, ჯიმი შელიას დედა შეუერთდა. ზუგდიდის მკვიდრის ირინა ფიფიას თქმით, მისი 20 წლის შვილი თბილისში კრიმინალებმა ცემით მოკლეს. ის ამბობს, რომ დამნაშავეები დღემდე არ დასჯილან.

"ციხიდან სამი თვის გამოსულმა კრიმინალებმა მომიკლეს შვილი. ხელისუფლებამ დღემდე არაფერი გააკეთა მათ დასასჯელად. მოსამართლემ დამნაშავეები გაათავისუფლა... მატყუებენ, სულ მატყუებენ და ასე მაწვალებენ. არ მოგატყუონ ზაზა, ძალიან გთხოვ არ მოგატყონ, თუ მჯდომარე აქცია იქნება, პირველი დავჯდები, არაფრის მეშინია", - ამბობს ირინა ფიფია.



ზუგდიდის მკვიდრი ჯიმი შელია თბილისში, გლდანის დასახლებაში 2013 წელს მოკლეს. ოჯახის ცნობით, ის მეგობრის დედას გამოექომაგა, რომელსაც ბოროტმოქმედები ფულს სძალავდნენ.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან იმყოფებიან. 




მათ ქალაქის მთავარი ხეივნიდან პროკურატურამდე მსვლელობა მოაწყვეს.

ამავე თემაზე:

#ნუმომკლავ - ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

Print