ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დაშავდა
ზუგდიდში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია დაშავდა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "ათინათს" საკრებულოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამავე ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  შემთხვევა წუხელ მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. 

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მსუბუქი ავტომანქანა ჯერ გაჩერებულ ავტომობილს, შემდეგ კი ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print