სპორტი
ზუგდიდელი სპორტსმენი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა
ზუგდიდელმა სპორტსმენმა დავით სამუშიამ მკლავჭიდში 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ევროპის მე-18 ჩემპიონატი ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გაიმართა, სადაც სამუშია 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში (მარჯვენა ხელი) პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

Print