ახალი ამბები
ნაწულუკუში რამდენიმე დღის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუში რამდენიმე დღის წინ დაკარგული მამაკაცი იპოვეს.

რადიო „ათინათის“
ინფორმაციით, ის საკუთარი საცხოვრებელი ბინის სხვენში გარდაცვლილი ნახეს. მამაკაცს ოჯახის წევრები პირველი ივნისიდან ეძებდნენ.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში შუახნის მამაკაცს ეძებენ
Print