რეგიონი
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“, ზუგდიდში დღეს 18:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას თბილისიდნ მოწვეული პოეტები

და მუსიკოსები მიიღებენ. აღნიშნული იდეის ავტორები ზუგდიდელი ახალგაზრდები ტატო ჩანგელია, ნიკა ლაშხია და გიორგი შონია არიან.

 


„ხშირ შემთხვევაში, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმ კულტურულ აქტივობებზე, რაც თბილისში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ეს პრობლემა დღის წესრიგში მაინც დგას. ჩვენ გვინდა, რომ ფესტივალს ყოველწლიური სახე ჰქონდეს, რათა რეგიონი კულტურულ ცხოვრებაში ჩაებას“, - აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ლაშხიამ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი ორი ნაწილისგან შედგება და ის ორ დღეს გასტანს. 

ღონისძიება შემდეგი განრიგით წარიმართება:

9 ივნისი

Art House - 18:00 საათი - ფესტივალის ოფიციალური გახსნა.

18:30 საათი - შეხვედრა ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან.

(თემა: „უსახელო გმირები“, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია).

19:00 საათი - შეხვედრა გაგა ნახუცრიშვილთან.

(თემა: „პოეტური ტრანსფერი პროზაში“, მოდერატორი: თეკლა ქველაძე).

19:30 საათი - შეხვედრა კატო ჯავახიშვილთან.

(თემა: „მონოლოგი ინტერაქციისთვის“, მოდერატორი: ნინო სადღობელაშვილი).

20:00 საათი - შეხვედრა ზაზა კოშკაძესთან.

(თემა: „ღამის პეპლების შესახებ“, მოდერატორი: ტატო ჩანგელია).

Mego Bar - 21:00 საათი ლექსო რატიანის და ბაჩო ჯიქიძის კონცერტი.

10 ივნისი

Art House - 18:00 საათი - შეხვედრა ერეკლე დეისაძესთან.

(თემა: „ცენზურა და ლიტერატურა“, მოდერატორი: გვანცა ჯობავა).

18:30 საათი - შეხვედრა პაატა შამუგიასთან.

(თემა: „პოეზია და პოლიტიკა“, მოდერატორი: გიორგი შონია).

19:00 საათი - შეხვედრა ნინო სადღობელაშვილთან.

(თემა: „ლიტერატურა როგორც თავშესაფარი“, მოდერატორი თეკლე ქველაძე).

19:30 საათი - შეხვედრა ზვიად რატიანთან.

(თემა: „ნეგატივი ათი წლის შემდეგ“, მოდერატორი: ნიკა ლაშხია).

Mego Bar - 20:30 საათი ერეკლე დეისაძის კონცერტი.

ფესტივალის პარტნიორია გამომცემლობა "ინტელექტი", გენერალური სპონსორი - "შაუნდერს Gროუპ-ი". სპონსორები: "ლაზიკა კაპიტალი", "ცერერა", შ.პ.ს "ზუგდიდის სუპერმარკეტი", ბარ-რესტორანი “El Barko” და „Art hostel-ი”. 



 

Print