რეგიონი
ზუგდიდში თაბახის ფურცლები წარწერით: "არ გაეკაროთ! დაავადებულია შიდსით" გააკრეს
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე თაბახის ფურცლები გააკრეს, რომლებზეც შემდეგი ხასიათის წარწერაა: „არ გაეკაროთ დაავადებულია შიდსით“. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მოქალაქემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა და მოსახლეობას მოუწოდა, მსგავსი წარწერების ნახვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოხსნას ისინი.

როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა, ფურცელზე ქალის სახელი და გვარი იყო მითითებული, რომელიც გადაფარა.

"ასეთი ფურცელი მე სულ ხუთი ვნახე და ეგრევე ჩამოვხსენი. არ ვიცი ქალაქის ტერიტორიაზე კიდევ სადმე არის თუ არა მსგავსი", - თქვა მან.

მოქალაქე, რომელსაც მედიაში მისი ვინაობის გაჟღერება არ სურს, ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს დღესვე მიმართავს.


Print