ახალი ამბები
სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შორის სამეგრელოდან წლის სამი მასწავლებელი დაჯილდოვდა
საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურ ეროვნულ კონფერენციაზე სამეგრელოს რეგიონის სამი მასწავლებელი დააჯილდოვეს. 



წლის საუკეთესო პედაგოგებს შორის სამეგრელოდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის #1საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირმა ნანავა დასახელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #5საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია ყალიჩავა კი წლის წარმატებული პედაგოგი გახდა. რაც შეეხება წლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგს, სამეგრელოდან ეს ტიტული მარტვილის მუნიციპალიტეტის ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ რომანოზ ქიქავას ერგო.




კონკურსში მონაწილეობას პროგრამა„მომავლის თაობაში“ ჩართული პედაგოგები იღებდნენ. პროგრამას ორგანიზაცია PH International აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.

ფოტო: მაგდალინა თოდუა


Print