რეგიონი
ზუგდიდში ორდღიანი ხელოვნების ფესტივალი დაიწყო (ვიდეო)
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“, რომელიც ზუგდიდში ორი დღის განმავლობაში გაიმართება, 18:00 საათზე„Art house"-ში დაიწყო. ღონისძიება ორგანიზატორებმა გახსნეს. მათი თქმით, ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ეს საღამო მოეწყოთ. ფესტივალში თბილისიდან მოწვეული პოეტები და ხელოვანები მონაწილეობენ. ზუგდიდელი მსმენელისა და მაყურებლის წინაშე პირველი ალექსანდრე ლორთქიფანიძე წარსდგა. ლორთქიფანიძემ სტუმრებს თავისი წიგნის “მოწითალო და მოშავო-ს” შესახებ ესაუბრა და თქვა, რომ ის სამ თემატურ ნაწილადაა გაყოფილი.

"მოწითალო” პოემაა, პროზაული ჩანართებით და აღწერს მის შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას იტალიაში. „და" მხოლოდ ერთი ლექსია თითქოს ცალკე დგას და ამავე დროს აკავშირებს ორ ნაწილს ერთმანეთთან. “მოშავო” კი ლექსების კრებულია“, - თქვა პოეტმა და რამდენიმე ლექსი წაიკითხა.

ლორთქიფანიძის გარდა მკითხველებს საკუთარ ნაწარმოებებს გაგა ნახუცრიშვილი, კატო ჯავახიშვილი და ზაზა კოშკაძე წარუდგენენ.

დღევანდელი საღამო 21:00 საათზე Mego Bar- ში ლექსო რატიანისა და ბაჩო ჯიქიძის კონცერტით დასრულდება.

ფესტივალის პარტნიორია გამომცემლობა "ინტელექტი", გენერალური სპონსორი - "შაუნდერს Gროუპ-ი". სპონსორები: "ლაზიკა კაპიტალი", "ცერერა", შ.პ.ს "ზუგდიდის სუპერმარკეტი", ბარ-რესტორანი “El Barko” და „Art hostel-ი”.

ამავე თემაზე:


ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება

Print