ახალი ამბები
„კულტურა საზღვრებს გარეშე“ - 21 ივნისს საზღვისპირა სოფლებში ღონისძიებები გაიმართება
პროექტ „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში 21 ივნისს ქალაქ ზუგდიდში, სოფელ ტყაისა და რუხში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი 10 მაისიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. მის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება სტუმრების მიერ ორგანიზებულ კონცერტებსა თუ შეხვედრებში.


რადიო „ათინათი
“ 21 ივნის დაგგემილი ღონისძიებების განრიგს გთავაზობთ:

21 ივნისი.

• 16:45:17:00 - სკვერის ბიბლიოთეკის გახსნა სოფ. ტყაიას საჯარო სკოლის ეზოში.

• 17:10 - 18:00 - სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: ქართული ლიტერატურა 1918 – 2018 (თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ირმა რატიანი, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფ. მაკა ელბაქიძე),

• 18:05 – 18:35 – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ანიმაციური ქართული ფილმების „აპრილის სუსხი“ და „ფრანი“ ჩვენება,

• 18:00 – 19:00 ქ. ზუგდიდი: მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი - ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „კვაჭი“,

• 19:30 – 20:20 - სოფ. რუხი („რუხი მოლი“) ლექცია: ქართული ლიტერატურა 1918 – 1921 - წარმდგენი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - მწერალი გიორგი კეკელიძე,

• 20:30 – 21:30 - სოფ. რუხი („რუხი მოლი“) მუსიკალური კონცერტი - ნეკა სებისკვერაძე (კვარტეტი).


Print