ახალი ამბები
ზუგდიდში სანიაღვრე არხში გაჭედილი ძაღლი 12 საათის შემდეგ ამოიყვანეს (ვიდეო)
ზუგდიდში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, სანიაღვრე არხში გაჭედილი ძაღლი, დაახლოებით, 12 საათის შემდეგ ამოიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ის არხში დღისით გაიჭედა.



თავდაპირველად ძაღლის გადარჩენას მოსახლეობა და ცხოველთამოყვარულები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა მის ამოყვანას ვერ ახერხებდნენ.

საბოლოოდ, მისი გადარჩენა მოქალაქეებმა მაშველების დახმარებით შეძლეს.

ვიდეო: სანდრო ციმინტია

Print