ახალი ამბები
შოთა წურწუმიას პოეზიის საღამო ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ბიბლიოთეკაში ჩხოროწყუელი პოეტის შოთა წურწუმიას პოეზიის საღამო გაიმართა. მან შეკრებილებს სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი 30-მდე მეგრული და ქართული ლექსი წაუკითხა.



„მე არ ვარ ის ადამიანი, რომ პრეტენზია მქონდეს, ხშირად გავმართო პოეზიის საღამოები, თუმცა თუ მსმენელს სიამოვნებს, ვცდილობ, გული არ დავწყვიტო. რაც შეეხება კრებულს, ორი კრებული მაქვს გამოცემული და ძალიან ვფრთხილობ. შემდეგ გამოცემაში იქნება ძალიან დახვეწილი ლექსები“, - თქვა წურწუმიამ.



მან ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" ხელმძღვანელს მადონა მაქაცარიას საღამოს ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.




შოთა წურწუმიას ლექსები მოზარდებმაც წაიკითხეს.




Print