რეგიონი
ზაფხულის პერიოდში ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში წლევანდელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება იგეგმება. ინფორმაციას და ჩასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალს სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

რადიო "ათინათი" ზუგდიდში გასამართი ღონისძიებების განრიგს უცვლელად გთავაზობთ:

ზუგდიდი
► 25 ივნისი 19:00 საათი - აბსამბლ ,,ივერიის“ 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. [ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზი] დასწრება თავისუფალია.

► 30 ივნისი 19:00 საათი - ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების კონცერტი, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში [ხელოვნებისა და კულტურის განვითრების ცენტრის საკონცერტო დარბაზი] ფასი: 25-30 ლარი,
► 6 ივლისი, ანაკლია, საერთაშორისო ფესტივალი ,, ART-კოლხი“. დასწრება თავისუფალია.
► 13 ივლისი, ეზოთბილისის ,,ბიგ-ბენდი“ და ქართული ხმები, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დადიანების სასახლის ეზო. დასწრება თავისუფალია.
► 29 ივლისი, 19 საათი - თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „ჯინსების თაობა“. ორგანიზატორი "ART-UNIVERSAL", ბილეთის ფასი 20 ლარი.
30 ივნისი - 14:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.

► 11 ივლისი, 19:00 კონცერტი: ჯგუფი Green Mama [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 15 ივლისი, 22:00 კონცერტი: ჯგუფი Under Seven, 23:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART, [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 4 აგვისტო, დათო ევგენიძისა და ბენდის კონცერტი, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დადიანების სასახლის ეზო. დასწრება თავისუფალია.
► 23-26 აგვისტო - ანაკლია მუსიკალური ფესტივალი „EchoWaves“ - EXIT- ის ქოლგის ქვეშ.

► 30-31 აგვისტო - აჯიკის ფესტივალი - ქალაქის ცენტრალური პარკი (სკეიტ პარკი). დასწრება თავისუფალია.

► სექტემბერი (თარიღი ზუსტდება) ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი საკონცერტო დარბაზი, თამაზ მოსიას ვარსკვლავის გახსნა. დასწრება თავისუფალია.

► 15 სექტემბერი - ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავი კონცერტი, ქალაქის ცენტრალური პარკი (სკეიტ პარკი). დასწრება თავისუფალია.


მომდევნო თვეების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ფოთში, მესტიაში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, აბაშაში, მესტიასა და სენაკში ჩატარდება.




Print