ახალი ამბები
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა კვლავ გალის შეხვედრის მთავარი თემა იქნება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შერეული შეხვედრა იწყება. ენგურის ხიდზე გადასვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა კვლავ გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობა იქნება.

„დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მომხდარ ინციდენტს. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, დაეთმობა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გააადგილების კუთხით შეზღუდვებზე“, - აღნიშნა ანთაძემ.

რაც შეეხება დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზური მხარე ე.წ. „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ შესახებ საკითხის დაყენებას გალის შეხვედრაზე აპირებს, ანთაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშრიებით კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.




Print