სოხუმში ეხმაურებიან განცხადებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა და მომავალმა წევრმა ქვეყნებმა გააკეთეს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდის მსვლელობისას, 25- 26 ივნისს, აფხაზურმა მხარემ კვლავ დააყენა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების საკითხი.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე, ფაქტობრივად, მიღწეულია, ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ გაეროს წარმომადგენლებს გააცნო ახალი წინადადებები, რომლებიც გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე
განგრძობადი ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა ერთი საქართველოს მოქალაქის უფლება უხეშად ირღვევა, ნათქვამია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გამოქვეყნებულ
საქართველოს მოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები დღემდე გამოუძიებელი რჩება და დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი არიან, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთთან დათმობებზე წასვლა საქართველოს ვერაფერს მოუტანს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
რეექსპოზიციის ფარგლებში დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის მუდმივ გამოფენას შეემატა ახალი ექსპონატები, მათ შორის საძინებელი-სამეგრელოს მთავრების ოჯახიდან, ეკატერინე ჭავჭავაძისა და სალომე დადიანის პირადი ჰიგიენის ნივთები, სასწორი და ჩემოდნები. ამასთან, გამოფენილია ვიქტორიანული ეპოქის მხატვრის თომას ბლინქსის (1837-1901) გრავიურები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ზუგდიდში პროფესიულ სასწავლებლებში 482 სტუდენტი, 264 - გოგო და 218 - ბიჭი ჩაირიცხა. ეს რიცხვი კი 105-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.