რეგიონი
მამუკა ბახტაძეს ზუგდიდში ელოდებიან
პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ელოდებიან. პრემიერის შეხვედრა მოსახლეობასთან რამდენიმე წუთში დაიწყება. მამუკა ბახტაძე მოგვიანებით, ბოტანიკურის ბაღში ტერიტორიაზე სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში დღეს კიდევ რამდენიმე მინისტრი ჩამოვა, მათ შორის შსს მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ამ წუთებში დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობის ნაწილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები იმყოფებიან.


Print