რეგიონი
ბახტაძე: ზუგდიდში საცურაო აუზს ავაშენებთ
ზუგდიდში, ძველ პარკში (ყოფილი კომკავშირის პარკი) ევროსტანდარტების სპორტკომპლექსი, საცურაო აუზი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დადიანების ეზოში ზუგდიდელებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მისი თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მთავრობა მსგავს პროექტს განახორციელებს.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქაური ახალგაზრდებისთვის და არამარტო მათთვის”,-  აღნიშნა ბახტაძემ.

ამ წუთებში პრემიერი ზუგდიდელების კითხვებს პასუხობს.

ამავე თემაზე:

მამუკა ბახტაძეს ზუგდიდში ელოდებიან

მამუკა ბახტაძე: სამეგრელო - ზემო სვანეთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რის 10 %- საც ვერ ვიყენებთ

Print