რეგიონი
გახარია ე.წ. "შავ სიაზე": მას ხან შეიძლება ვიღაც გამოაკლდეს ან დაემატოს
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ყოფნისას ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიის შედგენა ცოცხალი პროცესია და შეიძლება ვინმე გამოაკლდეს ან დაემატოს მას.

“ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ სიის პირველი განხილვა იყო და იგი პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა, როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში გუშინ შევიდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე (იგივე მიხეილ თარბა); 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ამავე თემაზე:

ციხელაშვილი დე ფაქტო აფხაზეთის განცხადებაზე: ოთხოზორიას მკვლელი უნდა დაისაჯოს
Print