ახალი ამბები
პრემიერი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე: მასში ყველა ჯალათი მოხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ გაფართოვდება და მასში ყველა ის პირი შევა, რომელიც დამნაშავეა ან დამნაშავეს ხელს აფარებს.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად იმასთან დაკავშირებით, რომ სიაში რამდენიმე გარდაცვლილი პირია, თუმცა არ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებუნი, ბახტაძემ განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოები მუშაობენ.

„33-ვე ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში. აუცილებლად გაფართოვდება ეს სია. მოგეხსენებათ, ამას სჭირდება სამართალდაცავი ორგანოების დასკვნები და ისინი გამუდმებით მუშაობენ ამ საკითხზე. ეს არის პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომელიც გადადგა ქართულმა სახელმწიფომ. სია დაიხვეწება და მასში შევა ყველა ჯალათი, დამნაშავე და დამნაშავისთვის ხელის დამფარავი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიის დამტკიცებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. დე ფაქტო რესპუბლიკა აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზულ აღშფოთებას გამოხატავს.

მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი პრემიერ- მინისტრის მამუკა ბახტაძის ქმედება დესტრუქციულია.აქვე ნათქვამია, რომ აფხაზური მხარე საერთაშორისო მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო სრულად ჩაშლაზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს აკისრებს.


ამავე თემაზე:

გახარია ე.წ "შავ სიაზე": ეს არის ცოცხალი პროცესი ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს
Print