ახალი ამბები
ყოფილი საჯარო მოხელე პრემიერს: სამეგრელოში ტენდერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა მერი შენგელაიამ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს სამეგრელოს რეგიონისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სთხოვა. მან ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტენდერებზე გაამახვილა, თუმცა დასძინა, რომ თემის გაშლა არ სურდა.

"ახლა არ მინდა აქ თემის ჩაშლა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ჩემს თხოვნას არ დაივიწყებთ და გაითვალისწინებთ", - მიმართა მან ბახტაძეს.

დეტალებზე არ ისაუბრა მერი შენგელაიამ რადიო „ათინათთან“, თუმცა აღნიშნა, რომ მან ის დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები იგულისხმა, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა.

„მე პრემიერს, როგორც მოქალაქემ, მივმართე. ვთვლი, რომ არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, ამიტომაც ვთხოვე პრემიერს, რომ დაინტერესდეს აღნიშნულით თავადაც და სხვა კომპეტენტური პირებიც. არ მინდა ამ თემის გაშლა და იმ ინფრასტრუქტული პროექტების დასახელებისგანაც თავს შევიკავებ, რაც ვიგულისხმე“, - აღნიშნა შენგელაიამ.

თავად პრემიერმა მისი თხოვნის საპასუხოდ განმარტა, რომ ინფრასტრუქუტული პროექტების მიმართულებით მეტად სწრაფ ტემპში მუშაობა და დროისა და ხარისხის მეტი ეფექტური კონტროლია საჭირო.


ამავე თემაზე:

მამუკა ბახტაძე: სამეგრელო - ზემო სვანეთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რის 10 %- საც ვერ ვიყენებთ
Print