რეგიონი
ე.წ. კორცხელის საქმეზე ბრალდებულები დაიკითხნენ
კორცხელის საქმესთან დაკავშირებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდებულები გიორგი გოგიძე, კობა ტყეშელაშვილი, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე დაიკითხნენ. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც რადიო „ათინათს“ ბრალდებულების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ უთხრა, საარჩევნო უბანთან ჩხუბი აღნიშნულ სპორტსმენებს არ დაუწყიათ და იმ პირის ვინაობა, რომელმაც ინციდენტის პროვოცირება გამოიწვია ცნობილია.

„დაპირისპირება იყო ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის, თუმცა ის ამ საქმეში ბრალდებულებს არ დაუწყიათ. იქ იყო ნიკანორ მელიას მიერ პროვოკაციული გამონათქვამები - „თქვენ აქ ვინც ჩამოგათრიათ“ და ა.შ. სწორედ ამ ფაქტრების შესახებ ისაუბრეს დღეს ბრალდებულებმა“, - აღნისნა ბელთაძემ.

მომდევნო პროცესი 7 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც მხარეები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ.

ე.წ. კორცხელის საქმეზე, რომელიც თითქმის 2 წელია მიმდინარეობს, 100-მდე მოწმე დაიკითხა.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს.

კორცხელის სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებულები უნდა დაკითხულიყვნენ გადაიდო 

ნიკანორ მელია: არ მახსოვს კორცხელში ვინ დამარტყა


Print