ახალი ამბები
დადიანების კომპლექსის მთავარ სასახლეს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მთავარი ნაგებობის - ეკატერინე დედოფლის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, სააგენტოს ინიციატივით უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ორგანიზაცია „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა“ და „იკომოს საქართველოს“ მიერ განხორციელდა.



რაც შეეხება ნიკოსეულ სასახლეს, სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე რეაბილიტაციის დასკვნითი, მეოთხე ეტაპი მიმინდინარეობს, ფიზიკური სამუშაოების დასრულება კი მიმდინარე წლის სექტემბრისთვის იგეგმება. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს უახლოეს მომავალში დაიბრუნებს.


ზუგდიდში, დადიანების ეზოში ნიკოსეული სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დაიწყო.



Print