ახალი ამბები
პრემიერი: ზუგდიდის ცენტრს ისტორიულ ხიბლს დავუბრუნებთ
ზუგდიდის ცენტრალურს ნაწილს რებილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დადიანების ეზოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს.


„მე ნანახი მაქვს ძველი ზუგდიდის სურათები. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ. განახლდება და რეაბილიტირდება ზუგდიდის ცენტრი, რომ მივცეთ ახალი სიცოცხლე და დავუბრუნოთ ისტორიული ხიბლი, რომელიც ასე ჩანს და იგრძნობა ამ გარემოში“,- აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერი დღეს ზუგდიდში რამდენიმე მინისტრთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა.

ამავე თემაზე:

პრემიერი: ანაკლიის პორტში პრიორიტეტი ადგილობრივების დასაქმებას ენიჭება
Print