ახალი ამბები
სოფელ თარგამულში 15 ჰა-ზე ეკალ-ბარდებს ცეცხლი მოედო (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ თარგამულში 15 ჰა-ზე არსებულ ეკალ-ბარდებს ცეცხლი რამდენიმე საათის წინ მოედო. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდაციისთვის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.



საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 



ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია

Print