ახალი ამბები
ორსანტიაში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში დენის დარტყმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა. ორსანტიაში მერის წარმომადგენლის ნათია წითლიძის ინფორმაციით, მოზარდი მაღალი ძაბვის ბოძზე სავარჯიშოდ ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მოზარდი ელექტრო სადენთან შეხების შედეგად გარდაიცვალა. მათივე ცნობით, გამოძიება 116-ე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
Print