ახალი ამბები
მესტიის მერი: ამ დროისთვის საფრთხემ იკლო (ფოტო)
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ  იკლო. მისივე თქმით, ამ დროისთვის აღდგენილია რამდენიმე დროებითი გზა, რათა სტიქიის ზონაში შესვლა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა და შესაბამისმა სამსახურებმა შეძლონ.



„მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. საფრთხემ აშკარად იკლო, თუმცა, არის რამდენიმე შენობა და საცხოვრებელი სახლები, რომლებიც, შესაძლოა, მდინარემ წაიღოს. უკვე დაწყებულია ზარალის დათვლა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მერმა.



მისივე თქმით, ჭუბერში ადგილობრივი მოსახლეობა სახლებიდან გაყვანილია. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ნაწილს წუხელ აღუდგა, ენერგო პრო-ჯორჯიას თანამშრომლები სრულად აღსადგენად ისევ მუშაობენ.



უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. მოვარდნილმა მდინარემ სოფელსი არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მუშაობს მძიმე ტექნიკა. ჭუბერში იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ფოტო: ლევან გაბეჩავა

ამავე თემაზე:

სასაზღვრო პოლიციის რადიოოპერატორი: ჭუბერში მდინარე ისევ ადიდდა და საშიშროება არსებობს


Print