ახალი ამბები
სასაზღვრო პოლიციის რადიოოპერატორი: ჭუბერში მდინარე ისევ ადიდდა და საშიშროება არსებობს
სასაზღვრო პოლიციის რადიოპერატორის ინეზა ჩხეტიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარე ნენსკა ისევ ადიდებულია და დატბორვის საშიშროება კვლავ არსებობს. მისივე თქმით, სასაზღვრო პოსტზე ევაკუაცია გამოცხადდა, ამასთან, ადგილზე სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელია ჩარჩენილი, თუმცა მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

„ნახევარი საათის წინ ისევ გავიგეთ მდინარის ხმა, ისევ ადიდებულია მდინარე. როგორც შეგვეძლო და შეგვიძლია, ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ გავიდნენ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჩხეტიანმა.

უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. მოვარდნილმა მდინარემ სოფელსი არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მუშაობს მძიმე ტექნიკა. ჭუბერში იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ამავე თემაზე:

ვითარება სტიქიი ზონაში - ჭუბერში მძიმე ტექნიკა მუშაობს




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.