ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტი 800 000 ათასი ლარით შემცირდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 800 000 ლარით შემცირების გადაწყვეტილებას დღეს მხარი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს. საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ჭეჟიას თქმით, საუბარია სამ პუნქტზე, რომელშიც შემოსავლები შემცირდა.

„ეს არის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, დეპოზიტები კომერციულ ბანკებში და ჯარიმა-საურავიდან გადასახდელები. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამის არცერთი დაცული მუხლის დაფინანსებას საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ჭეჟიამ.



გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ოპოზიციური ფრაქციები. „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთმა წარმომადგენელმა ბიუჯეტის შემცირებას ხმა არ მისცა. ისინი დაინტერესდნენ, რისთვის იყო გათვალისიწნებული აღნიშნული თანხა, რაზედაც ჭეჟიამ უპასუხა, რომ 500 000 ლარით მომავალ წელს გარდამავალი ინფრასტრუქტრული პროექტების თანადაფინანსების თანხა შემცირდება. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ პროექტზეა საუბარი, თუმცა დასძინა, რომ მათ შესრულებას საფრთხე არ ემუქრება ეს ეხება ყველა მოწონებულ პროექტს. 


Print