ახალი ამბები
პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის გამო სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეგრელო- ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.


ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.

ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.


ამავე თემაზე:

ჭუბერში ჩხეტიანების სახლის გადარჩენას ცდილობენ (ვიდეო)
Print