ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის შენობის დემონტაჟი დასრულდა (ფოტო)
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის შენობის დაშლის სამუშაოები დასრულებულია.  რადიო "ათინათს" თეატრი დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ უთხრა, რომ სრული დემონტაჟის მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც, საძირკველი ახალ შენობას ვეღარ გაუძლებდა. ამასთან, თეატრის ახალი შენობა საავტომობილო გზიდან, დაახლოებით, 10 მეტრის მოშორებით აშენდება.



"როგორც გვითხრეს, ეს დამატებით ხარჯებს და დროს არ მოითხოვს", - აღნიშნა ეგუტიამ.




მისივე თქმით, სადემონტაჟო სამუშაოები სრულად რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

თეატრის შენობაში სამუშაოებიმ რომელსაც კომპანია "ქართუ" და ასოციაცია „ატუ“ ახორციელებენ, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ასოციაციის წარმომადგენლის, ზურაბ გვარამიას ინფორმაციით, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რეკონსტრუქციას, შესაძლოა, 2 წელიწადზე მეტიც დასჭირდეს.

ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობა შპს "ად-სტუდიოს" მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით რეკონსტრუირდება.



თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას თქმით, მშენებლობისთვის, დაახლოებით, 12, ხოლო დანარჩენი სამუშაოებისთვის, მთლიანობაში, 20 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის თეატრში სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)
Print