ახალი ამბები
ზუგდიდის ბულვარის დანაგვიანებისთვის ორი ადამიანი დააჯარიმეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ბულვარის ტერიტორიაზე ორი სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს.  

ამავე ცენტრის ინფორმაციით, ისინი გარემოს დანაგვიანებისთვის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 80-80 ლარით დააჯარიმეს, რაც 2 კილოგრამამდე
ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას ითვალისწინებს.

Print