ახალი ამბები
ხუბუტიას პოსტი ზუგდიდის მერის მოადგილეზე აღარ იძებნება
რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას პოსტი, რომელშიც ის გია გულორდავაზე წერს, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. მან ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გუშინ დაწერა, რომ გულორდავამ მას საზოგადეობა მოატყუებინა, როცა საცურაო აუზისთვის ერთი ჰექტარი მიწის გადაცემას დაპირდა.გარდა ამისა, ხუბუტია პოსტში მერის მოადგილის ნარკოლოგიურ შემოწმებასაც ითხოვდა.





თავად გია გულორდავამ გვითხრა, რომ მერის აუზისთვის მიწის გადაცემაზე ხუბუტიასთვის უარი არ უთქვამს, რაც შეეხება ერგეტის მიწას, რომელზეც ბიზნესმენი ამავე პოსტში წერს, გულორდავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი.

"გაოგნებული ვარ. არ მჯერა, რომ მართლა მან დაწერა ჩემზე, რომ ნარკოტიკებზე შემამოწმონ. გაარკვიეთ, იქნებ, მისი არ არის", - გვითხრა გულორდავამ.

ამავე თემაზე:

მიხეილ ხუბუტია ზუგდიდის მერის მოადგილეზე: ნარკოტიკებზე შეამოწმეთ
Print