რეგიონი
ზუგდიდში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 10 ერთეული ძელი იყო განთავსებული, მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

ამავე ცნობით, ავტომანქანა დაილუქა, საქმის მასალები კი მარნეულის რაიონულ პოლიციაშია გადაგზავნილი.




Print