ახალი ამბები
ფოთში საერთაშორისო რეგიონალური თეატრების ფესტივალი გაიხსნა
ფოთში საერთაშორისო რეგიონული ფესტივალი კომპანია „ორზუ არტის“ სპექტაკლით „მედეა გაძევებული“ გაიხსნა. წარმოდგენა ჰაინერ მიულერის მიერ ადაპტირებული მედეასა და არგონავტების მითის მიხედვით დაიდგა, ნაწარმოების ფაბულა კი ევრიპიდესა და სენეკას ტრაგედიებს ეფუძნება.

ფოთის მერიის ინფორმაციით, გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დათეატრალური საზოადოების ჩამოსულ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.




ფოთის საერთაშორისო რეგიონალური ფესტივალი წელს მეოთხედ ტარდება. მისი ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, ხოლო მხარდამჭერები_ საქართველოს კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი.

ფოტო: ფოთის მერია

ამავე თემაზე:

ფოთში რეგიონული თეატრების ფესტივალი გაიმართება


Print