რეგიონი
ზუგდიდის გუნდმა კარატეს ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა
ანაკლიაში, გარდამავალ თასზე, კარატეს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც პირველი ადგილი ზუგდიდის გუნდმა მოიპოვა. 2-3 ადგილი კი იმერეთის და თბილისის გუნდმა გადაინაწილა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ჩემპიონატი ორ დღიანი იყო და მის ფარგლებში სუპერ ლიგაც გაიმართა, რომელშიც საქართველოს საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასული გუნდი  აგვისტოში შავის ზღვისა და კასპიის ჩემპიონატზე ტრაპიზონში გაემგზავრება. 

საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ახალგაზრდებში ყოველწლიურად, იმართება და მისი ორგანიზატორი კარატეს ეროვნული ფედერაციაა.




Print