ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს კომპენსაციას გადაუხდის
საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო შეფერხებით მოძრავი თბილისი- ზუგდიდის მატარებლის მგზავრებს, კომპენსაციის სახით თანხის 50% უკან დაუბრუნებს მათ შემქნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. ინფორმაციას რკინიგზა ავრცელებს.

„ზუგდიდან თბილისისკენ მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი უამინდობით გამოწვეული ტექნიკური მიზეზების გამო, აგარა-გორის სარკინიგზო გადასარბენზე გაჩერდა. ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა და ელჭექმა საკონტაქტო ხაზის გაწყვეტა გამოიწვია. შედეგად ვერ მოხერხდა ელექტოენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

თანხის მისაღებად მიმდინარე კვირის განმავლობაში მგზავრებმა ნებისმიერ საბილეთო სალაროებს უნდა მიმართონ.


Print