ახალი ამბები
ფოთი-თბილისის მატარებელს ქვა ესროლეს
ფოთი-თბილისის მატარებელს დაუდგენელმა პირმა ქვა ესროლა. ჩამტვრეულია ვაგონის შუშა, რის გამოც მატარებელი კასპში შეყოვნდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ დროისათვის გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.

დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, მატარებელი გააგრძელებს თბილისის მიმართულებით მოძრაობას. მატარებელი ფოთიდან 08:40 წუთზე გამოვიდა და თბილისში 14:05-ზე უნდა ჩამოსულიყო. მომხდარის გამო, რეისი დაიგვიანებს.

Print