ახალი ამბები
ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა
ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალი 116 -ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობდა. დაკავებულის ადვოკატი იოსებ ჯანშია ახალ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ პოლიციელი აუცილებელი თავდაცვის ფარგლებში მოქმედებდა.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ პროკურატურის მხრიდან დავის საგანი გახდებოდა 113-ე მუხლი, ეს არის სიცოცხლის მოსპობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, თუმცა ეს პოზიცია არჩია და გაუფრთხილებლობაზე წაუყენა ბრალი. ეს ფაქტობრივი გარემოებებით არ ასახავს რეალობას. ის უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებდა და იცავდა თავის სამართლებრივ სიკეთეს“, - თქვა მან.

ჯანაშიას ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც სამართალდამცავმა, მისვე თქმით, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იარაღი გამოიყენა.

ამავე თემაზე:

ფოთში მომხდარ შემთხვევაში ბრალდებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს

ფოთში დაშავებულ პოლიციელს ტვინის შერყევა აქვს

პოლიციელმა ქურდობაში ბრალდებული მამაკაცი თავის არეში დაჭრა 

 

Print