ახალი ამბები
ჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მეორე პირიც დაიღუპა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე პირი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაიღუპა. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტი, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, შემოყვანიდან ერთ საათში დაიღუპა.

შემთხვევა დაბა ჯვარში გუშინ მოხდა. მანქანაში მყოფი ერთ-ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება შს სამინისტროში 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე:

ავტოავარიას ჯვარში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა

Print