ახალი ამბები
ბავშვის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
ზუგდიდში არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ემა კვირტიასა და ვასილ ახალაიასთან საპროცესი შეთანხმება გაფორმდა. ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის ინფორმაციით, ახალაიას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ემა კვირტიას კი ხუთი წელი პირობითი მსჯავრი მიესაჯა.

„გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ეს განაჩენი სწორედ ამ შეთანხმების შედეგია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ყურაშვილმა.

ზუგდიდში სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი საკუთარი სახლიდან 28 მაისს აიყვანეს. სავარაუდოდ, გატაცებული ბავშვის დედის თქმით, შვილმა და მამამთილმა მას უთხრეს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვი ვალის გამო წაიყვანა. თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ ბავშვი სახლიდან მოსაწესრიგებლად წაიყვანეს და არა ვალის დაბრუნების მიზნით.

მათ ბრალი სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში ჩაგდება ედებოდათ. აღნიშნული ქმედება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ცოლ-ქმრის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
Print