ახალი ამბები
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა (ვიდეო)
ფოთში დღეს მოსული უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩის დატბორვის ამსახველ ვიდეომასალას მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. ვიდეოში ჩანს, რომ დატბორვის გამო ქვეითები და ავტომანქანები შეფერხებით გადაადგილდებიან.

ფოთის მერიაში გვითხრეს, რომ, ჯერჯერობით მსგავსი ტიპის შეტყობინება მათთან არ შესულა, თუმცა, შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია და მზადყოფნაში არიან.

ფოთში ამ დროისთვისაც ძლიერად წვიმს. ქალაქში წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები 2 აგვისტოსაც დაიტბორა.


ვიდეო: მაკა ბერაია

ამავე თემაზე:

ფოთში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

Print